coshologo
Search
Close this search box.

ინფორმაცია სამუშაო სივრცეში ერგონომიკასთან დაკავშირებით

მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო სივრცეები მორგებული იყოს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებს.
შემდეგმა ერგონომიულმა ფაქტორებმა შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება:
  • სხეულის უხერხული პოზიცია;
  • მომუშავისთვის არასათანადოდ მორგებული მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები და ა.შ.
  • არახელსაყრელი სამუშაო პირობები: ხმაური, მაღალი, ტემპერატურა, ვიბრაცია და ა.შ.
  • სამუშაოს არასათანადო ორგანიზება;
  • განმეორებითი ქმედებები წინასწარ განსაზღვრული შესვენებების გარეშე და ა.შ.
ერგონომიკასთან დაკავშირებული რისკების კონტროლის ზომები:
  • დასაქმებულების ტრენინგები ერგონომიკისა და სწორი სამუშაო მეთოდების, პროცედურების და პრაქტიკის შესახებ;
  • მექანიკური დამხმარე საშუალებების გამოყენება;
  • დასაქმებულებს უნდა შეეძლოთ ხშირი, ხანმოკლე შესვენებების აღება და უნდა ასრულებდნენ მრავალფეროვან სამუშაოს;
  • სამუშაო ადგილის ერგონომიკის პრინციპების მიხედვით მოწყობა;
  • სამუშაო ადგილებთან ხელმისაწვდომი უნდა იყოს დავალების შესრულებისთვის აუცილებელი მასალები;
  • სამუშაო ადგილის მოდიფიკაცია – მომუშავეზე მორგება;
  • წინასწარ დაგეგმილი შესვენებები, გაჭიმვების/განტვირთვის და ვარჯიშის წახალისება.

 

🔗 ვრცელი ინფორმაცია ერგონომიკისა და სამუშაო სივრცეებში გავრცელებული სხვა საფრთხეების შესახებ იხილეთ ჩვენ ონლაინ ბიბლიოთეკაში – https://cosho.ge/library
Don`t copy text!