საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, ნარჩენი განისაზღვრება შემდეგნაირად: “ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განსაზღვრული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს.”
ნარჩენების ტიპებია:




ნარჩენების მართვის პოლიტიკა ეფუძნება შემდეგ იერარქიას: პრევენცია, ხელახალი გამოყენებისთვის მომზადება, რეციკლირება, სხვა სახის აღდგენა და განთავსება.
გაითვალისწინეთ, რომ ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება და სამინისტროსთვის წარდგენა სავალდებულოა:
- ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის, რომლის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში წარმოიქმნება 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი/ ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი;
- ფიზიკური პირის შემთხვევაში – 1000 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი;
- ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 400 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი წარმოიქმნება.
