აუცილებელია, კომპანიამ შეიმუშავოს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კანონთან სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ და საქართველოს მთავრობის N 452 -ე დადგენილებასთან.
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის მიზანია განსაზღვროს:
- საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გუნდი;
- გუნდის წევრების მოქმედების სახელმძღვანელო მითითებები, შენობიდან თავშეყრის ადგილამდე მოქალაქეთა ევაკუაციის უზრუნველსაყოფად;
- ევაკუაციის დამთავრების შემდეგ პერსონალის სრული აღრიცხვის მეთოდოლოგია;
- ინფორმაციის დეტალურად მოძიების წესი, რათა მოპოვებული ინფორმაცია ზუსტად გადაეცეს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს;
- მთავარი და ალტერნატიული კომუნიკაციის გზები, ასევე საგანგებო მდგომარეობაზე რეაგირების სამსახურთან დასაკავშირებელი მეთოდები;
- რეაგირების გუნდის წევრებისთვის საჭირო მინიმალური სწავლებების და ტრენინგების სია.
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს აუცილებელია ხელმისაწვდომი იყოს ინდივიდუალური აღჭურვილობა:
- წინასწარ მომზადებული მთლიანი შენობის ევაკუაციის გეგმა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გუნდის წევრთა საკონტაქტო ნომრები;
- მაღალი გარჩევადობის ჟილეტი;
- ჩაფხუტი, რაცია, ტელეფონი ავარიული გამოყენებისთვის, (აირ) საყვირი;
- ხელის ფანარი სათადარიგო ელემენტებით.
გასათვალისწინებელი საკითხები:



