coshologo

ქიმიური საფრთხეები და MSDS

ქიმიურმა ნივთიერებებმა შესაძლოა ზიანი მოუტანოს არამარტო ადამიანს, არამედ გარემოსა და საკუთრებას.

ბუნებრივი წარმოშობის თუ საშინაო გამოყენების ქიმიური ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს რამდენიმე გზით: შეწოვა, გადაყლაპვა და შესუნთვა.

ქიმიური საფრთხეები შეიძლება წარმოიშვას:

◾️ სამუშაოზე გამოყენებული ნივთიერებებიდან გამომდინარე, მაგ.: წებო, საღებავი, საწმენდი საშუალებები;
◾️ უშუალოდ სამუშაო პროცესიდან გამომდინარე, მაგ.: შედნობა-შედუღების შედეგად წარმოქნილი ბოლი.

მოტანილი ზიანის დონე (მყისიერი ეფექტი და ქრონიკული ეფექტი) დამოკიდებულია იმაზე თუ რა გზით და რამდენად სწრაფად მოხვდება ნივთიერება ადამიანის ორგანიზმში.

ზიანი შესაძლოა იყოს შემდეგნაირი: კანის დაავადება, სისხლის მოწამვლა, კონკრეტული ორგანოების დაზიანება, სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადებანი და ა.შ.

აუცილებელია სამუშაო სივრცეში ხელმისაწვომ და ყველასთვის ცნობილ ადგილას განთავსებული იყოს MSDS – ქიმიური ნივთიერების უსაფრთხოების უწყისი, სადაც მითითებული იქნება ნივთიერების დასახელება, დაცვის საშუალებები, დასაწყობების, პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ ინფორმაცია და ა.შ.

🌐 ქიმიური ნივთიერებების შესახებ მეტ ინფორმაციას გაეცანით სახელმძღვანელოში “შრომის უსაფრთხოება სოფლის მეურნეობის სფეროში” ან ეწვიეთ კონფედერაციის ელ. ბიბლიოთეკას: https://cosho.ge/biblioteka/

#CoSHO #hse #შრომისუსაფრთხოება #კონფედერაცია

Don`t copy text!