coshologo
Search
Close this search box.

ქიმიური საფრთხეები და MSDS

ქიმიურმა ნივთიერებებმა შესაძლოა ზიანი მოუტანოს არამარტო ადამიანს, არამედ გარემოსა და საკუთრებას. ბუნებრივი წარმოშობის თუ საშინაო გამოყენების ქიმიური ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს რამდენიმე გზით: შეწოვა, გადაყლაპვა და შესუნთვა. ქიმიური საფრთხეები შეიძლება წარმოიშვას:  სამუშაოზე გამოყენებული ნივთიერებებიდან გამომდინარე, მაგ.: წებო, საღებავი, საწმენდი საშუალებები;  უშუალოდ სამუშაო პროცესიდან გამომდინარე, მაგ.: შედნობა-შედუღების შედეგად წარმოქნილი ბოლი. მოტანილი ზიანის დონე (მყისიერი ეფექტი […]

შეხვედრა კონფედერაციის იურისტთან

16 ივნისს, 19:00 საათზე შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციის ორგანიზებით გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა CoSHO -ს იურისტთან – ლევან კაკაჩიასთან.   შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის 341-ე დადგენილება სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე.   CoSHO -ს წევრებს ჰქონდათ საშუალება მიეღოთ პასუხები დადგენილებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან კითხვებზე.     #CoSHO #hse […]

ტვირთის ხელით გადატანა და ახალი საკანონმდებლო მოთხვონები

24 მაისს. შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგ-კურსი – ტვირთის ხელით გადატანა და ახალი საკანონმდებლო მოთხოვნები. ტრენერი: გრიგოლ ჭკადუა, სსიპ შემოსავლების სამსახურის შრომის უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი, შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსის ტრენერი. შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: საქართველოს კანონდმებლობის მოთხოვნებისა და N 167-ე დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის განხილვა; ტვირთის უსაფრთხოდ განთავსება და სამუშაო გარემოს თავისებურებები; ტვირთის […]

ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები

CoSHO-ს ორგანიზებით, 28 აპრილს, გაიმართა ტრენინგი – ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები. ტრენერი: ლაშა სიხარულიძე, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯერი, შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსის ტრენერი.   შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ძირითადი საკანონმდებლო მოთხოვნები და სტანდარტები; საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია; საშიში ქიმიური ნივთიერებების შეფუთვა, ნიშანდება და ეტიკეტირება; MSDS – ქიმიკატების უსაფრთხოების საბაზისო მონაცემები; უსაფრთხოების წესები […]

რისკის შეფასების მეთოდოლოგია – სამუშაო შეხვედრა

CoSHO-ს ორგანიზებით, 23 მარტს, გაიმართა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა სამუშაო შეხვედრა რისკების შეფასების მეთოდოლოგიის შესახებ, რომელსაც 100 -მდე შრომის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენელი ესწრებოდა. იხილეთ გამართული შეხვედრის სრული ვიდეო ჩანაწერი: https://fb.watch/jCy6I9fHRo/  შეხვედრას გაუძღვნენ კონფედერაციის ექსპერტები: თორნიკე თოდრია – კონფედერაციის პრეზიდენტი, NEBOSH, IOSH -ის ლიცენზირებული ტრენერი, ISO 45001-ის Lead Auditor-ი, SafCo – ს თანადამფუძნებელი და დირექტორი. დავით თხელიძე – […]

ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების ნორმების შესახებ

ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების ნორმებს ადგენს მთავრობის 60-ე დადგენილება და ტექნიკური რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ (V თავი). ავტოგასამართ სადგურებზე და კომპლექსებზე აუცილებელია იყოს შემდეგი დოკუმენტაცია:  ხანძარსაშიში სიტუაციებისა და ხანძრების ლოკალიზაციის და ლიკვიდაციის გეგმა;  უახლოესი წყლის წყაროების გეგმა-სქემა მანძილების და წყლის წყაროების დებიტების აღნიშვნით;  ტერიტორიიდან ადამიანებისა და სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის გეგმა; […]

შრომის უსაფრთხოების ფსიქოლოგია და მოტივაცია

20 თებერვალს შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების წევრებისთვის ჩატარდა მორიგი ტრენინგი პიროვნული განვითარების კურსების სესიიდან –  შრომის უსაფრთხოების ფსიქოლოგია და მოტივაცია. ტრენერი: დავით ჯინჭარაძე – 20 წლიანი გამოცდილება უსაფრთხოების სფეროში, NEBOSH Diploma, NEBOSH Certificate, IOSH Certificate, Transport Management Diploma, Driver Assessor/Instructor Certificate. შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:  შრომის უსაფრთხოების ძირითადი აზრი; მასლოუს პირამიდა; რა იგულისხმება ადამიანზე ზრუნვაში; […]

ინფორმაცია დახურული სივრცისა და გოგირდწყალბადის ზემოქმედების შესახებ

დახურულ სივრცეს გააჩნია შეზღუდული შესასვლელები და გამოსასვლელები. ის არ არის განკუთვნილი მუდმივი სამუშაოებისთვის, თუმცა საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მომუშავე პირმა შეძლოს მასში მთლიანად შესვლა/ჩასვლა. სივრცეში ნებისმიერი მიზეზით ჩასვლამდე აუცილებელია სამუშაო პროცესის დეტალურად დაგეგმვა, საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების განსაზღვრა და მათი კონტროლის მექანიზმების გატარება. კონტროლის იერარქიის მიხედვით უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს საფრთხის გამორიცხვას, ანუ შესაძლებლობის შემთხვევაში, სამუშაოს […]

ინფორმაცია სამუშაო ნებართვასთან (Work Permit) დაკავშირებით

კარგი პრაქტიკაა მაღალი რისკის შემცველ ობიექტებზე სამუშაოები განხორციელდეს წინასწარ შემუშავებული უსაფრთხოების პროცედურებით – სამუშაო ნებართვის სისტემის დანერგვით(Work Permit). სამუშაო ნებართვა არის დოკუმენტირებული პროცესი, რომელიც მომუშავეებს უფლებას აძლევს განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს სამუშაოები. ნებართვის გაცემაში მონაწილეობს: საქმის მწარმოებელი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და ობიექტის მენეჯერი. დოკუმენტების კრებული მოიცავს: სამუშაოს და მისი შემადგენელი ნაბიჯების ჩამონათვალი; სამუშაო მეთოდოლოგია – სწორად […]

ინფორმაცია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმასთან დაკავშირებით

აუცილებელია, კომპანიამ შეიმუშავოს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კანონთან სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ და საქართველოს მთავრობის N 452 -ე დადგენილებასთან. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის მიზანია განსაზღვროს: საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გუნდი; გუნდის წევრების მოქმედების სახელმძღვანელო მითითებები, შენობიდან თავშეყრის ადგილამდე მოქალაქეთა ევაკუაციის უზრუნველსაყოფად; ევაკუაციის დამთავრების შემდეგ პერსონალის სრული აღრიცხვის მეთოდოლოგია; ინფორმაციის დეტალურად მოძიების წესი, რათა […]

Don`t copy text!