CoSHO -ს პრეზიდენტი, ბატონი თორნიკე თოდრია „ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიციის“ (EPAC) მიერ მიწვეული იყო პარლამენში ორგანიზებულ საკომიტეტო განხილვაზე.
შეხვედრა გაიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ეგიდით.
თავის მოხსენებაში CoSHO-ს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ 3 ძირითად პრობლემაზე:
სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სიმწირე, კერძოდ კი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების – ევროპული შრომის უსაფრთხოების დირექტივების ქართულ კანონმდებლობაში ტრანსპოზიციის შეუსრულებლობა. ხელშეკრულების მიხედვით, მთლიანობაში 26 დირექტივაა მისაღები, რომელთაგან 11-ის მიღების ყველანაირი ვადები ამოწურულია.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების აკრედიტებული პროგრამის 1.5 წლით შეჩერება, რამაც შექმნა სპეციალისტების დიდი დეფიციტი ისედაც დეფიციტურ სფეროში. აღნიშნული პროგრამის ასეთი ხანგრძლივი პერიოდით შეჩერება ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, აზიანებს კერძო სექტორს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის დასაქმებულებს.
კერძო სექტორის ცნობიერების ამაღლების აუცილებლობის, სამუშაო სივრცეებში შრომის უსაფრთხოების საჭიროების, მნიშვნელოვნებისა და სარგებლის შესახებ. სამწუხაროდ, კანონის მიღებიდან 3 წლის შემდეგაც კი, კერძო სექტორს არ აქვს სათანადო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა აუცილებლობას წარმოადგენს სამუშაო სივრცეებში უსაფრთხო და ჯანმრთელი გარემოს შექმნა და რატომ უნდა გაიღოს მან ეს მინიმალური ხარჯები. აუცილებელია, როგორც სახელმწიფო სექტორის, ასევე ბიზნეს ასოციაციების აქტიური ჩართულობა ცნობიერების ამაღლების პროცესში.
შემოგვიერთდით, ერთად განვავაითაროთ შრომის უსაფრთხოების სფერო!
ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის გადადით ბმულზე