coshologo
Search
Close this search box.

ხშირად დასმული კითხვები

პირველ რიგში დაგჭირდებათ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის შესახებ ბრძანების (01-25/ნ) მიხედვით წარმოებული უსაფრთხოების სასწავლო კურსი -ს გავლა და შესაბამისი სერტიფიკატის აღება. შრომის უსაფრთხოების სერთიფიკატის გამცემი ორგანიზაციების ორი ტიპი არსებობს – ლოკალური სერტიფიცირება და საერთაშორისო სერტიფიცირება. თუმცა, სერტიფიკატის აღება არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ავტომატურად შრომის უსაფრთხოების ექსპერტი გახდებით. ამისთვის ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავება, გამოცდილების დაგროვება და გარკვეული უნარების გამომუშავება დაგჭირდებათ, რაც საშუალებას მოგცემთ მართოთ ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების პროცესები და გქონდეთ კარიერული წინსვლა.

დღეს მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე მოწინავე შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო ორგანიზაცია აწარმოებს კურსებს და გასცემს შესაბამის სერტიფიკატებს. მათ შორისაა IOSH-ი, NEBOSH-ი, OSHA და ა.შ. ამ ორგანიზაციების მიერ წარმოებული კურსები გამოირჩევა მათი დახვეწილობით, მოქნილი მოდულებით და პრესტიჟულობით. მათი სერტიფიკატები მსოფლიოს უამრავი ქვეყნისა და ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული. საქართველოში IOSH-ის სერტიფიკატი უვადოდაა აღიარებული, რაც იმას ნიშნავს რომ სერტიფიკატის თავიდან აღება 3 წელში ერთხელ აღარ მოგიწევთ. 

Don`t copy text!