coshologo
Search
Close this search box.

ხარისხისა და კომპეტენციის დადასტურება

ორგანიზაციების შრომის უსაფრთხოების სისტემის მენეჯმენტის ხარისხის დადასტურება

1. ორგანიზაციების მენეჯმენტის ხარისხის დადასტურება ხორციელდება, შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის შესწავლის საფუძველზე.

2. ხარისხის დადასტურებისთვის კომპანიებმა უნდა დააკმაყოფილონ კონფედერაციის ხარისხის განვითარების საბჭოს მიერ დამტკიცებული სტანდარტები.

3. ხარისხის განვითარების საბჭო ასევე ახორციელებს კონფედერაციის წევრი კომპანიების სახელმძღვანელო მეთოდური მითითებებით უზრუნველყოფას.

4. ორგანიზაციების მენეჯმენტის ხარისხის დადასტურების შემდეგ ხდება ხარისხის სპეციალური ნიშნის მინიჭება, სერტიფიკატის გაცემა და შესაბამის რეესტრში (თეთრ სიაში) გამოქვეყნება.

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კომპეტენციის დადასტურება

1. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების კომპეტენციის დადასტურება ხორციელდება კონფედერაციაში სპეციალური თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებით.

2. კომპეტენციის დადასტურების საკვალიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ პირს, რომელიც ფლობს შესაბამის სერტიფიკატს, აქვს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად მუშაობის უფლება.

3. კომპეტენციის დადასტურების საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა მოიცავს, როგორც შრომის უსაფრთხოების საბაზისო თემატიკას, ასევე სფეროსთვის აუცილებელ დამატებით თემატიკას.

4. კომპეტენციის დადასტურების საკვალიფიკაციო გამოცდაზე გასვლამდე, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს შესაძლებლობა აქვთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გაიარონ კონფედერაციის მიერ აკრედიტებულ პარტნიორ სასწავლო ორგანიზაციებში.

5. კონფედერაციის წევრს სასწავლო ოგრანიზაციებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის აკრედიტაციის მინიჭებას ახორციელებს კონფედერაციის აკრედიტაციის კომისია.

Don`t copy text!