coshologo
Search
Close this search box.

მისია და მიზნები

კონფედერაციის მისიაა მძლავრი საკოორდინაციო ქსელის შექმნა და შრომის უსაფრთხოების სფეროს განვითარება. წევრების ინტერესების დაცვა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. წევრი ორგანიზაციებისათვის და ფიზიკურ პირთათვის მძლავრი საკონსულტაციო, საექსპერტო, საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო ქსელების შექმნა სფეროს განვითარებისა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით.

კონფედერაციის საქმიანობის მიზნები:

1. ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების სფეროს ინტერესების ადვოკატირება და მათი პროფესიული და ეკონომიკური ინტერესების დაცვა;

2. სფეროში მოღვაწე კონფედერაციის წევრი ორგანიზაციების და ფიზიკური პირების მომსახურების ხარისხის განვითარება და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;

3. კონფედერაციის წევრი ორგანიზაციებისთვის და ფიზიკური პირებისთვის მძლავრი საკონსულტაციო / საკოორდინაციო ქსელის შექმნა როგორც ადგილობრივ ასევე საერთშორისო დონეზე;

4. ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო ბაზის ფორმირება / შემუშავებაში აქტიური მონაწილეობის მიღება; სახელმწიფო მარეგულირებელ სტრუქტურებთან მჭიდრო კავშირი და სფეროს სწორი განვითარების ხელშეწყობა;

5. სამართლებრივი, საგადასახადო და სხვა სახის ექსპერტული საკონსულტაციო / პრაქტიკული მომსახურების გაწევა;

6. ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების სფეროს სასწავლო -საგანმანათლებლო პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა;

7. სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების უზრუნველყოფა და შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის სისტემის შემუშავება;

8. ანალიტიკური და კვლევითი საქმიანობის წარმოება სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით;

9. კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის ხელშეწყობა და არაკეთილსინდისიერი კუნკურენციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების შემუშავება / იმპლემენტირება;

10. ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე საგამოფენო პოლიტიკის ჩამოყალიბება და საგამოფენო ღონისძიებების ორგანიზება; წევრი ორგანიზაციების / ფიზიკური პირების მონაწილეობის უზრუნველყოფა.

11. სისტემური მედია კამპანიების წარმოება.

Don`t copy text!