Services (full)
შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციის (COSHO) სერვისების ჩამონათვალი:
1. კონფედერაციის წევრების ინტერესებისა და უფლებების ლობირება სახელმწიფო ხელისუფლების დონეზე;
2. წევრთათვის სამართლებრივი მომსახურების გაწევა; ადვოკატირება და წევრების უფლებების დაცვა;
3. საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებასთან და პროფესიულ გადამზადებასთან დაკავშირებული ტრენინგები;
4. წევრებისთვის საექსპერტო კონსულტაციის უზრუნველყოფა -დარგობრივი კომიტეტების ჩამოყალიბება და მათში გაწევრიანებული ექსპერტების მეშვეობით წევრების კონსულტირება;
5. კონფედერაციის მიერ ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატის შემუშავება და წევრი ორგანიზაციების კომპეტენციისა და მენეჯმენტის ხარისხის დადასტურება;
6. ინციდენტების მოკვლევა-ანგარიშგების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა
7. რისკების შეფასების პროცესში, ასევე, პროაქტიული და რეაქტიული პროცესების მართვაში დახმარება და ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა
8. კონფედერაციის წევრებისთვის HR სერვისების შეთავაზება, დასაქმებაში და კარიერულ წინსვლაში ხელშეწყობა.
9. შრომის უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება და აღნიშნულის შესახებ ინფორმირება;
10. კონფედერაციის წევრებისთვის (ფიზიკური პირი) კომპეტენციის ასამაღლებელი სასწავლო პროგრამის შემუშავება (შ.უ. კუთხით, საკლასო + პრაქტიკული, შესაბამისი საკრედიტო საათებით) სრული კურსის დახურვის შემდეგ, კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატის გადაცემა;
11. მძლავრ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, კონფედერაციის განვითარებისათვის საჭირო დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება;
12. წევრების მოთხოვნების გათვალისწინება და შეთავაზებული სერვისების მუდმივი განახლება.