19 ოქტომბერს შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაცია-ის ორგანიზებითა და წევრთა აქტიური ჩართულობით კომიტეტების არჩევნები გაიმართა.
არჩევნების შედეგად, ჩამოყალიბდა 5 კომიტეტი და გამოვლინდა მათი ხელმძღვანელი პირები:
– მძიმე მრეწველობისა და მშენებლობის კომიტეტი – ხელმძღვანელი – ალექსანდრე ვახტანგიშვილი;
– მსუბუქი მრეწველობისა და მომსახურების კომიტეტი – ხელმძღვანელი – ქეთევან სულაქველიძე;
– განათლებისა და პროფესიული განვითარების კომიტეტი – ხელმძღვანელი – გოჩა გელაშვილი;
– გარემოს დაცვის კომიტეტი – ხელმძღვანელი – რევაზ ენუქიძე;
– იურიდიული კომიტეტი – ხელმძღვანელი – ლევან კაკაჩია.
კომიტეტების ახლად არჩეულ ხელმძღვანელებს ვულოცავთ CoSHO-ს მმართველობით საქმიანობაში ჩართვას და ვუსურვებთ ბევრ საინტერესო აქტივობას.