წევრობა
ვის შეუძლია შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციაში გაწევრიანება?
- შრომის უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ იურიდიულ პირებს
- იურიდიულ პირებს, რომელთაც სჭირდებათ მხარდაჭერა შრომის უსაფრთხოების სისტემის სამართავად, ამავდროულად აცნობიერებენ აღნიშნული სფეროს მნიშვნელობას და იზიარებენ შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციის პრინციპებს
- შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სპეციალისტებს
საწევრო გადასახადები:
– შრომის უსაფრთხოების / გარემოს დაცვის სფეროს საკონსულტაციო / სასწავლო ორგანიზაციის საწევრო გადასახადი – თვეში 100 ლარი;
– სხვა სფეროს წარმომადგენელი ორგანიზაცია 50 და მეტი დასაქმებულით – თვეში 100 ლარი;
– სხვა სფეროს წარმომადგენელი ორგანიზაცია 50 -მდე დასაქმებულით – თვეში 50 ლარი;
– შრომის უსაფრთხოების / გარემოს დაცვის სპეციალისტები (ფიზიკური პირები) – თვეში 30 ლარი.