coshologo
Search
Close this search box.

შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაცია CIPE გრანტის მფლობელია

სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ Cosho – შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაცია გახდა CIPE -ის მიერ გამოცხადებული გრანტის მფლობელი.

გრანტის მიზანია, ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სფეროს განვითარება. მიღებული გრანტი სრულად მოხმარდება კონფედერაციის წევრებისა და მათი წარმომადგენლების პროფესიულ განვითარებას და უკეთესი პირობებით დასაქმებაში ხელშეწყობას.

პროექტის ფარგლებში, CoSHO – ს წევრები აგვისტოს მეორე ნახევრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით სრულიად უფასოდ გაივლიან რამდენიმე ტრენინგ – კურსს.

CoSHO – ს თითოეულ წევრს მიეცემა საშუალება ისარგებლოს ამ პროექტით, აიმაღლოს შრომის უსაფრთხოების მართვის უნარები და გაზარდოს კარიერული წინსვლის შანსები.

გაწევრიანდით კონფედერაციაში ივლისის ბოლომდე, რათა ისარგებლოთ გაწერილი პროგრამით.

კონფედერაციაში გასაწევრიანებლად ეწვიეთ შემდეგ ბმულს და შეავსეთ ფორმა: https://cosho.ge/tsevroba/

გისურვებთ წარმატებებს!

Don`t copy text!