სივრცეში ნებისმიერი მიზეზით ჩასვლამდე აუცილებელია სამუშაო პროცესის დეტალურად დაგეგმვა, საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების განსაზღვრა და მათი კონტროლის მექანიზმების გატარება.
კონტროლის იერარქიის მიხედვით უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს საფრთხის გამორიცხვას, ანუ შესაძლებლობის შემთხვევაში, სამუშაოს გარედან შესრულებას.
სივრცეში შესვლამდე აუცილებელია არსებული და პოტენციური სახიფათო ატმოსფეროს (ჟანგბადის, აალებადი და ტოქსიკური აირების, ორთქლის) შემოწმება და მუდმივი მონიტორინგი სპეციალური აირ დეტექტორით.
ხშირად, დახურულ სივრცეში ტოქსიკურ ატმოსფეროს ქმნის გოგირდწყალბადი (H2S), რომელსაც არ გააჩნია ფერი და ხასიათდება ლაყე კვერცხის სუნით.
აუცილებელია, დახურულ სივრცეში შესვლამდე ატმოსფეროს ტესტირება, შესაბამისი უწყვეტი/გამწოვი ვენტილაციის შენარჩუნება, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება და სხვა კონტროლის მექანიზმების განხორციელება.
დახურული სივრცის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ელ.ბიბლიოთეკას: https://cosho.ge/biblioteka/