1-ელ და 2 თებერვალს ჩატარდა კურსი – ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ახალი საკანონმდებლო მოთხოვნები.
ტრენერი: ხატია რამიშვილი, ტრენერი და მრჩეველი ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებში 15+ გამოცდილებით, NEBOSH სერტიფიკატის და NEBOSH დიპლომის მფლობელი, GradIOSH – შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ინსტიტუტის კურსდამთავრებული.
შეხვედრებზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- საქართველოს კანონდმებლობის მოთხოვნებისა და N 590 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის განხილვა;
- ი.დ.ს სახეობების, სპეციფიკისა და სწორად გამოყენების წესები;
- სახის და თვალების დაცვა, სმენის დაცვა, სასუნთქი გზების დაცვა;
- ელექტრობისგან დამცავი საშუალებები;
- სიმაღლიდან ვარდნის დამცავი საშუალებები;
- ი.დ.ს საშუალებების სწორი შენახვისა და მოვლის პრინციპები;
- დასაქმებულისა და დამსაქმებლების მოვალეობების განხილვა.
კურს დაესწრო და ტესტის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატი მიიღო კონფედერაციის 50-მა წევრმა.
CoSHO ზრუნავს შრომის უსაფრთხოების სფეროს განვითარებაზე!