CoSHO-ს ორგანიზებით, 23 მარტს, გაიმართა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა სამუშაო შეხვედრა რისკების შეფასების მეთოდოლოგიის შესახებ, რომელსაც 100 -მდე შრომის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენელი ესწრებოდა.
იხილეთ გამართული შეხვედრის სრული ვიდეო ჩანაწერი: https://fb.watch/jCy6I9fHRo/
შეხვედრას გაუძღვნენ კონფედერაციის ექსპერტები:
თორნიკე თოდრია – კონფედერაციის პრეზიდენტი, NEBOSH, IOSH -ის ლიცენზირებული ტრენერი, ISO 45001-ის Lead Auditor-ი, SafCo – ს თანადამფუძნებელი და დირექტორი.
დავით თხელიძე – NEBOSH, IOSH -ის ლიცეზირებული ტრენერი, SafCo – ს თანადამფუძნებელი და დირექტორი.
შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- რა არის საფრთხე და რისკი?
- საფრთხის კონტროლის მექანიზმები;
- რისკების მატრიცა და რისკის გამოთვლა;
- საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრა და დაგეგმვა;
- საუკეთესო პრაქტიკა და წევრების ქეისების განხილვა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ საკითხით დაინტერესებისთვის, აქტიურობისთვის და შრომის უსაფრთხოების სფეროს სწორ განვითარებაზე ზრუნვისთვის.