CoSHO-ს ორგანიზებით, 28 აპრილს, გაიმართა ტრენინგი – ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები.
ტრენერი: ლაშა სიხარულიძე, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯერი, შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსის ტრენერი.
შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
- ძირითადი საკანონმდებლო მოთხოვნები და სტანდარტები;
- საშიში ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია;
- საშიში ქიმიური ნივთიერებების შეფუთვა, ნიშანდება და ეტიკეტირება;
- MSDS – ქიმიკატების უსაფრთხოების საბაზისო მონაცემები;
- უსაფრთხოების წესები საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენებისას.
კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელებმა გაიარეს ტესტირება, რომლის შედეგადაც მიიღეს CoSHO -ს ორენოვანი სერტიფიკატი.
CoSHO ზრუნავს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა განვითარებაზე!