coshologo
Search
Close this search box.

შრომითი ურთიერთობები და შრომის კანონმდებლობის ძირითადი ასპექტები

CoSHO -ს წევრებისთვის 28 და 29 მარტს მორიგი საინტერესო ტრენინგ-კურსი – შრომითი ურთიერთობები და შრომის კანონმდებლობის ძირითადი ასპექტები – ჩატარდა.
ორ დღიან ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
შრომითი ურთიერთობის სუბიექტები, წინასახელშეკრულებო ურთიერთობები;
– დიკსრიმინაცია წინასახელშეკრულებო და შრომით ურთიერთობებში;
შრომის ხელშეკრულება (ვადა, ფორმა, შინაარსი);
სამუშაო დრო და ზეგანაკვეთური შრომა;
შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები: შვებულება, ,,დეკრეტული“ შვებულება, დროებითი შრომისუუნარობა;
– შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა: საფუძვლები, პროცედურა და შედეგები; მასობრივი დათხოვნა;
შრომითი დავა: ინდივიდუალური და კოლექტიური;
მედიაცია, გაფიცვის უფლება.
ტრენერი:
რაისა ლიპარტელიანი – ტრენერი შრომის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებზე, სსიპ საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურის მრჩეველთა საბჭოს წევრი, მშრომელთა უფლებების დამცველ იურისტთა საერთაშორისო ქსელის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და დამფუძნებელი (ILAW Network).
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცათ CoSHO -ს ორენოვანი სერტიფიკატი, შეხვედრის ვიდეო ჩანაწერი და საკითხავი მასალა.
CoSHO ზრუნავს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა განვითარებაზე.
Don`t copy text!