21 ნოემბერს, CIPE Europe & Eurasia-ს ორგანიზებით, გაიმართა ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრა შრომის ინსპექცია / Labour Inspection Office-თან, რომელსაც ესწრებოდა Cosho – შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაცია-ის პრეზიდენტი თორნიკე თოდრია.
შეკრებას ასევე ესწრებოდნენ კონფედერაციის კომიტეტების ხელმძღვანელები და კონფედერაციის სხვა წევრები.
შეხვედრაზე განხილულ იქნა შრომის უსაფრთხოების სფეროს საკანონმდებლო სიახლეები და არსებული გამოწვევები.
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე, შეხვედრას უძღვებოდა კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტის წარმომადგენელი Mariam Kuchuloria.
CoSHO მადლობას უხდის CIPE Europe & Eurasia-ს ღონისძიების მასპინძლობისთვის.