coshologo
Search
Close this search box.

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა ყველაზე მასშტაბური შეხვედრა

Cosho -ს ორგანიზებითა და CIPE Europe & Eurasia -ს ფინანსური მხარდაჭერით, 21 ივლისს Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi -ში, შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციებისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ამ დრომდე ყველაზე მასშტაბური შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ შრომის ინსპექცია – ის თანამშრომლები და შემდეგი დაწესებულებების წარმომადგენლები: Georgian Railway, Georgian Water and Power, Georgian Technical University, Energo-Pro Georgia, GIPA და სხვა.
მსმენელებს სიტყვით მიმართა CoSHO -ს პრეზიდენტმა Tornike Todria -მ, ომბუცმენმა – Shota Nizharadze -მ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენელმა Nika Kakashvili -მა, CIPE – ის წარმომადგენელმა Keti Gogotchuri -მა და ა.შ.
სფეროში არსებული მოწინავე საკითხების, სიახლეებისა და მოლოდინების განხილვასთან ერთად, ღონისძიების ფარგლებში შემდეგი აქტივობები განხორციელდა:
  • კონფედერაციის წევრებს წარედგინათ და გადაეცათ შრომის უსაფრთხოების 5 ახალი სახელმძღვანელო;
  • დამსწრეებს წარედგინათ ორი საგანმანათლებლო ვიდეო: ,,შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში’’ და ,,ინციდენტების ანგარიშგება და მართვა’’;
  • მოხდა სფეროში პირველი ონლაინ ბიბლიოთეკის წარდგენა – www.cosho.ge/biblioteka
  • წევრ კომპანიებს საზეიმოდ გადაეცათ წევრობის სერტიფიკატები.
ღონისძიება ჩატარდა კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრისა და სოლიდარობის ცენტრის ერთობლივი პროექტის “დასაქმებულთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა შრომითი კანონმდებლობის აღსრულების გასაძლიერებლად“ მხარდაჭერით.
Don`t copy text!