CIPE Europe & Eurasia -ს მცირე გრანტების ფარგლებში, 2021 წლის ივლისი – დეკემბრის პერიოდში, შრომით უფლებებსა და შრომის უსაფრთოხების საკითხებში სულ დატრენინგდა ბიზნესის 467 წარმომადგენელი საქართველოს 9 რეგიონიდან.
ტრენინგებმა მოიცვა ისეთი სექტორები, როგორიცაა: მშენებლობა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ნარჩენების გადამუშავება და ა.შ.
ტრენინგების შედეგად, 2022 წლის მარტის მონაცემებით, 211 -მა კომპანიამ განახორციელა შიდა პოლიტიკის ცვლილება არსებულ შრომით კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიზნით.
Cosho – შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაცია -მ წარადგინა სამ ეტაპიანი ტრენინგ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კონფედერაციის წევრებმა გაიარეს რიგი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.
საერთო ჯამში, CIPE-ის დაფინანსებული პროგრამით ისარგებლა 110-მდე დელეგატმა.
CoSHO მადლობას უხდის CIPE Europe & Eurasia -ს და Safe Business is Your Choice -ს შრომის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვისთვის და უსურვებს წარმატებებს მომავალ საქმიანობაში!
შეხვედრის ვიდეო-რგოლის სანახავად მიჰყევით ბმულს: