European Business Association Georgia -ს ორგანიზებით გაიმართა ევროპული ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრა ევროკავშირის ელჩ – კარლ ჰარცელთან და ეკონომიკის მინისტრ – ლევან დავითაშვილთან.
შეხვედრას ესწრებოდა CoSHO -ს პრეზიდენტი – თორნიკე თოდრია.
შეხვედრის მიზანი გახლდათ ბიზნესის კოორდინირებული და აქტიური მოქმედებების წახალისება, ასოცირების შეთანხმების ხელშეწყობა და ევროკავშირის ეკონომიკური დიპლომატიის ინტერესების დაცვა.
შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
- შრომის სამართლისა და რეგულაციების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროგრესი;
- გამოწვევები სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციაში;
- ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი და მომდევნო მოსალოდნელი ნაბიჯები;
- ევროკავშირთან ასოცირებული ბიზნეს სუბიექტების ინტერესების დაცვა;
- რეგიონში მიმდინარე გეო-პოლიტიკური მოვლენები.
შეხვედრის ვიდეო-რგოლის სანახავად მიჰყევით ბმულს: