coshologo
Search
Close this search box.

შრომის უსაფრთოხების დოკუმენტაციის წარმოება სამუშაო ადგილზე და თემატური ინსტრუქტაჟები

CoSHO -ს წევრებისთვის 2 და 3 ნოემბერს მორიგი საინტერესო კურსი – შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოება სამუშაო ადგილზე და თემატური ინსტრუქტაჟების ჩატარების ტექნიკები – ჩატარდა.

ტრენინგზე მსმენელებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ იმ ძირითად დოკუმენტაციას, რომელთა წარმოება აუცილებელია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მიერ ორგანიზაციაში, ასევე მიიღეს ცოდნა დასაქმებულებთან ინსტრუქტაჟების ჩატარების ტექნიკებისა და მეთოდების შესახებ. ტრენინგი ძირითადად ფოკუსირდა შრომის ინსპექციის მიდგომებზე, ინსპექტირების პრეცედენტებზე და მოთხოვნილ დოკუმენტებზე.

 

შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის ნაწილში განხილულ იქნა:

  • შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის: პოლიტიკა, სწავლება, პასუხისმგებლობათა გადანაწილება, მანქანა-დანადგარების შემოწმება, უბედური შეთხვევის მოკვლევა, აღრიცხვა, ანგარიშგების წესები და ფორმები;
  • თემატური ინსტრუქტაჟების ჩატარების ტექნიკების სწავლებისას განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: როგორ მოვახდინოთ სასწავლო მასალის მოძიება, როგორ დავგეგმოთ ინსტრუქტაჟები, რა ტიპის ინფორმაცია მივაწოდოთ დასაქმებულებს და საბოლოოდ, როგორ აღვრიცხოთ ჩატარებული სწავლებები.

 

სწავლება წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში და მსმენელებს საშუალება ჰქონდათ თავად შეექმნათ დოკუმენტაცია, მიეღოთ შესაბამისი ნიმუშები და კიდევ უფრო აიმაღლეს კვალიფიკაცია შრომის უსაფრთხოების საკითხებში.

კურსს უძღვებოდა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი – ირაკლი არაბიძე.

კურსის მსმენელებს გადაეგზავნათ CoSHO -ს ორენოვანი სერტიფიკატი, შეხვედრის ვიდეო ჩანაწერი და საკითხავი მასალა.

Don`t copy text!