coshologo
Search
Close this search box.

CoSHO -ს საინფორმაციო ბროშურა – შრომის უსაფრთხოების საფუძვლები – მართვის სისტემების შემუშავება და დაგეგმვა

 CIPE Europe & Eurasia -სა და სოლიდარობის ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში CoSHO -ს ექსპერტების ჩართულობით მომზადდა საინფრმაციო ბროშურა სახელწოდებით – “შრომის უსაფრთხოების საფუძვლები – მართვის სისტემის შემუშავება და დაგეგმვა”.  ბროშურაში განხილულია შრომის უსაფრთხოების საწყისები და ორგანიზაციებში პროცესების მართვის 5 კომპონენტიანი სისტემა, რომელიც ეფუძნება შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებსა და ქართულ კანონმდებლობას. ბროშურა გამიზნულია გახდეს ყველა სექტორში […]

CIPE -ის მეორე გრანტის ფარგლებში მიმდინარე პროცესები

შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაცია არის CIPE -ის გრანტის ორგზის მფლობელი. პირველი გრანტი წარმატებით დასრულდა და კვალიფიკაცია აიმაღლა კონფედერაციის 150 -მდე წევრმა.  მეორე გრანტის მთავარი მიზანია არამარტო შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა, არამედ ნებისმიერი დასაქმებულის ცნობიერების ამაღლება. გრანტის ფარგლებში მიმდინარე პროცესებია: საინფორმაციო ვიდეო რგოლების გადაღება; დაიწერა 4 მოცულობითი სახელმძღვანელო სხვადასხვა ეკონომიკური სექტორისთვის – მშენებლობა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობისა და […]

სემინარი სასერტიფიკატო გამოცდასთან დაკავშირებით

15 თებერვალს წარმატებით ჩატარდა CoSHO -ს მიერ ორგანიზებული სემინარი შრომის უსაფრთხოების სასერტიფიკატო გამოცდასთან დაკავშირებით, რომელსაც 250 -მდე მოქმედი სპეციალისტი ესწრებოდა. შეგახსენებთ, რომ პირები, რომლებიც ფლობენ შრომის უსაფრთხოების აკრედიტებულ სერტიფიკატს, ვალდებულნი არიან 3 წელიწადში ერთხელ, შრომის ინსპექციის მიერ შერჩეულ  საგამოცდო ცენტრში  ჩააბარონ სასერტიფიკატო გამოცდა. შეხვედრაზე  დეტალურად იქნა განხილული საგამოცდო ცენტრში სავალდებულო წესით ჩასაბარებელი გამოცდის  ტექნიკური და […]

CIPE -ის მცირე გრანტების შემაჯამებელი ღონისძიება

CIPE Europe & Eurasia -ის მცირე გრანტების შემაჯამებელ ღონისძიებაზე კონფედერაციის პრეზიდენტმა, ბატონმა თორნიკე თოდრიამ გრანტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და მათ შედეგებზე ისაუბრა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის, ამერიკის სოლიდარობის ცენტრის, საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანებისა და CIPE -ის პარტნიორი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები. Cosho – შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციამ წარადგინა სამ ეტაპიანი ტრენინგ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კონფედერაციის […]

ლიდერის თვისებები და ინსტრუმენტები

1 თებერვალს შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციის წევრებისთვის ჩატარდა მორიგი მასტერკლასი – ლიდერის თვისებები და ინსტრუმენტები – პიროვნული განვითარების კურსების სესიებიდან. მასტერკლასის განმავლობაში მსმენელებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ: ლიდერის აზროვნება (mindset) – როგორ ხდება რიგითი ადამიანის აზროვნებიდან ლიდერის აზროვნებაზე გადართვა; რა არის ლიდერობა, მენეჯმენტი, მოტივაცია, გუნდის მართვა; ლიდერობის სტილები და მათი გამოყენების საშუალებები; გუნდის ჩამოყალიბება, განვითარება და […]

ტრენერთა ტრენინგის (TOT) მეორე სესია წარმატებით დასრულდა

Cosho – შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაცია წევრებს სთავაზობს ტრენინგ – კურსებს როგორც შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე პიროვნული განვითარების კუთხითაც. 28 იანვარს წარმატებით დასრულდა კურსის – ტრენერთა ტრენინგი (TOT) – მორიგი სესია. ჩატარდა ტრენინგის ორი ნაკადი და საერთო ჯამში, 50 -მა წევრმა აიმაღლა ცნობიერება შემდეგ საკითხებზე: ტრენინგის დაგეგმვისა და წარმართვის ეტაპები; ეფექტური ტრენინგის ჩატარების მეთოდები; როლური […]

კონფედერაციის სამომავლო გეგმები

გასული წელი კონფედერაციისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, თუმცა მომავალ წელს კიდევ უფრო მეტ განვითარებას და ზრდას ველით. გიზიარებთ სამომავლო გეგმებს 2022 წლისთვის: CIPE Europe & Eurasia -ს მეორე გრანტის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი აქტივობები: მიმდინარეობს ინფორმაციული ვიდეო რგოლების გადაღების პროცესი; იქმნება 4 მოცულობითი სახელმძღვანელო სხვადასხვა ეკონომიკური სექტორისთვის – მშენებლობა, მრეწველობა, HORECA და სამედიცინო სფერო. აღნიშნული სახელმძღვანელოები დაიბეჭდება […]

2021 წლის შეჯამება

Cosho – სთვის 2021 წელი განსაკუთრებულად წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა, ამ ეტაპზე Cosho – შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაცია 100 – მდე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს და 20 კომპანიას აერთიანებს. გასული წლის განმავლობაში CoSHO ორჯერ გახდა CIPE Europe & Eurasia -ს გრანტის ბენეფიციარი; კონფედერაციას დაემატა ძალიან მნიშვნელოვანი სერვისი იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით. წევრებს ნებისმიერ დროს აქვთ შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ […]

შრომის უსაფრთოხების დოკუმენტაციის წარმოება სამუშაო ადგილზე და თემატური ინსტრუქტაჟები

CoSHO -ს წევრებისთვის 2 და 3 ნოემბერს მორიგი საინტერესო კურსი – შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოება სამუშაო ადგილზე და თემატური ინსტრუქტაჟების ჩატარების ტექნიკები – ჩატარდა. ტრენინგზე მსმენელებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ იმ ძირითად დოკუმენტაციას, რომელთა წარმოება აუცილებელია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მიერ ორგანიზაციაში, ასევე მიიღეს ცოდნა დასაქმებულებთან ინსტრუქტაჟების ჩატარების ტექნიკებისა და მეთოდების შესახებ. ტრენინგი ძირითადად ფოკუსირდა შრომის ინსპექციის […]

ტრანსპორტის უსაფრთხოება – ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ მართვა

CoSHO-ს წევრებისთვის 18 ნოემბერს მორიგი საინტერესო კურსი ჩატარდა: ტრანსპორტის უსაფრთხოება – ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ ოპერირება. მსმენელებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ შემდეგ საკითხებს: როგორ ავიცილოთ ავტოსაგზაო შემთხვევა/ინციდენტი, გამომწვევი მიზეზების დადგენა; ტრანსპორტთან დაკავშირებული საფრთხეები და მათზე დროული რეაგირება; უსაფრთხო მძღოლის კრიტერიუმები და ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის სისტემა; უსაფრთხო მოძრაობის ძირითადი პრინციპები სხვადასხვა საგზაო სიტუაციებსა და ამინდის პირობებში.   კურსს […]

Don`t copy text!