coshologo
Search
Close this search box.

CIPE -ის მეორე გრანტის ფარგლებში მიმდინარე პროცესები

შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაცია არის CIPE -ის გრანტის ორგზის მფლობელი. პირველი გრანტი წარმატებით დასრულდა და კვალიფიკაცია აიმაღლა კონფედერაციის 150 -მდე წევრმა. 

მეორე გრანტის მთავარი მიზანია არამარტო შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა, არამედ ნებისმიერი დასაქმებულის ცნობიერების ამაღლება.

გრანტის ფარგლებში მიმდინარე პროცესებია:

  • საინფორმაციო ვიდეო რგოლების გადაღება;
  • დაიწერა 4 მოცულობითი სახელმძღვანელო სხვადასხვა ეკონომიკური სექტორისთვის – მშენებლობა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობისა და მომსახურების სფეროსთვის. აღნიშნული სახელმძღვანელოები დაიბეჭდება და გადაეცემა ყველა ჩვენს წევრს;
  • დაკომპლექტდა საინფორმაციო ბროშურა, რომელიც მარტივად აღსაქმელია არამარტო დამსაქმებელთათვის, არამედ შრომის უსაფრთხოების მენეჯერებისთვისაც;
  • კონფედერაციის ვებ-გვერდზე https://cosho.ge/ შეიქმნა ონლაინ სივრცე, სადაც აიტვირთება ქართულენოვანი სასწავლო და საინფორმაციო მასალა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის შესახებ. ყველა ჩვენს წევრს ექნება სრული წვდომა ამ პლატფორმაზე, რაც დაეხმარებათ მათ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაში.

 

შედეგად, ჩვეულებრივ დასაქმებულებს, მენეჯმენტსა და შრომის უსაფრთხოების სფეროს აქვს მნიშვნელოვანი წყაროები და ინსტრუმენტები – საინფორმაციო ვიდეო რგოლებისა და სახელმძღვანელობის სახით, რომელსაც ცნობიერების ასამაღლებლად გამოიყენებენ. შესაბამისად, ორმხრივი თანამშრომლობის მთავარი შედეგია, რომ პირებმა გაიაზრეს:

  • თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს შრომის უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელობის დაკნინებამ ან მისმა არ ქონამ;
  • ტოპ მენეჯმენტი არის მთავარი რგოლი, რომელიც პასუხისმგებელია დასაქმებულთა უსაფრთხოებასა და ადეკვატური შრომის უსაფრთხოების სისტემის არსებობაზე;
  • საფრთეები, რისკები, მათი აღკვეთის გზები და ა.შ.

გვინდა, მადლობა გადავუხადოთ CIPE -ის შემოქმედებით ჯგუფს, რომელიც ზრუნავს სფეროს განვითარებაზე.

 

Don`t copy text!