CIPE Europe & Eurasia -ის მცირე გრანტების შემაჯამებელ ღონისძიებაზე კონფედერაციის პრეზიდენტმა, ბატონმა თორნიკე თოდრიამ გრანტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და მათ შედეგებზე ისაუბრა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის, ამერიკის სოლიდარობის ცენტრის, საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანებისა და CIPE -ის პარტნიორი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები.
Cosho – შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციამ წარადგინა სამ ეტაპიანი ტრენინგ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კონფედერაციის წევრებმა გაიარეს რიგი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები:
- პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში წევრებს ჰქონდათ www.academy.safco.ge -ზე განთავსებულ 12 თემატურ კურსზე წვდომა;
- მეორე ფაზა მოიცავდა სამ დღიან ტრენინგ კურსს, რომელსაც ორგანიზაციების მმართველობითი გუნდი და შრომის უსაფრთხოების მენეჯერები ესწრებოდნენ. კურსის ფარგლებში ამ ორ რგოლს ჰქონდა შესაძლებლობა განეხილა შრომის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები და თავიანთი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. მონაწილეებმა საფუძვლიანად შეისწავლეს საერთაშორისოდ აპრობირებული შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემა და მისი ორგანიზაციებში დანერგვის მეთოდები;
- მესამე ეტაპის მიმდინარეობისას CoSHO-ს წევრებმა გაიარეს პიროვნული და პროფესიული განვითარების კურსები, როგორიცაა: გარემოს დაცვის მენეჯმენტი, საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვა, ტრენერთა ტრენინგი და კომუნიკაციის მეთოდები (TOT), ლიდერის თვისებები და ინსტრუმენტები.
საერთო ჯამში, CIPE-ის დაფინანსებული პროგრამით ისარგებლა 110 -მდე დელეგატმა.
CoSHO მადლობას უხდის CIPE Europe & Eurasia -ს და Safe Business is Your Choice-ს შრომის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვისთვის და უსურვებს წარმატებებს მომავალ საქმიანობაში!