CoSHO – ს წევრების კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის პირველი და მეორე ფაზა წარმატებით დასრულდა!
პირველი ფაზის ფარგლებში კონფედერაციის წევრებმა ერთი თვის განმავლობაში გაიარეს www.academy.safco.ge -ზე განთავსებული 12 თემატური კურსი შრომის უსაფრთხოების სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის:
- ნარჩენების მართვა;
- დახურულ სივრცეში მუშაობა;
- სიმაღლეზე მუშაობა და დამცავი მექანიზმები;
- ელექტრობის უსაფრთხოება;
- საგანგებო სიტუაციების მართვა და სახანძრო უსაფრთხოება;
- შედუღება – ჭრა და ცხელი სამუშაოები;
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
- ქიმიური საფრთხეები და ქიმიკატებთან მუშაობა;
- Covid-19 სავალდებულო ინსტრუქტაჟი პერსონალისთვის;
- შრომის უსაფრთხოების საბაზისო კურსი ოფისებისთვის, სასტუმროებისა და რესტორნებისთვის, საწარმოებისა და საწყობებისთვის.
მთლიანობაში, პირველი ფაზის სატრენინგო პროგრამით ისარგებლა 105 – მა მსმენელმა, თითოეულმა მათგანმა მიიღო ცოდნის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი.
ტრენინგ-პროგრამის II ეტაპის განმავლობაში სამ დღიან ტრენინგ – კურსზე მსმენელებმა შეისწავლეს:
- შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის 5 საფეხური და მისი ორგანიზაციაში დანერგვის სწორი მეთოდები. კომპანიაში მართვის სისტემების დანერგვის გარეშე შრომის უსაფრთხოება სწორი მიმართულებით ვერ განვითარდება;
- რისკების შეფასების მეთოდოლოგია – როგორ უნდა შევაფასოთ რისკები?
- ინციდენტის მოკვლევის მეთოდოლოგია – რა მეთოდით უნდა მოვიკვლიოთ ინციდენტები?
კურსის წარმატებულ მსმენელებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატი.
შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციის წევრების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა ფინანსდება CIPE Europe & Eurasia გრანტის ფარგლებში.
,,დაფინანსებას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტი თანამშრომლობითი ხელშეკრულების IL-32531-18-75 K საფუძველზე, სოლიდარობის ცენტრის ქვე-კონტრაქტის ფარგლებში. პოექტის ან პროგრამის მთლიანი ღირებულების 100% ფინანსდება ფედერალური ფონდებით. მოცემული საინფორმაციო შინაარსის მასალა უპირობოდ არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის შეხედულებას ან პოლიტიკას და არც სავაჭრო მარკის, კომერციული პროდუქტების ან ორგანიზაციების ხსენება გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან მხარდაჭერას”.