CIPE Europe & Eurasia -ს მხარდაჭერით შედგენილი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების განვითარების პროგრამა წარმატებით დასრულდა.
პროექტის ფარგლებში Cosho – შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაცია -ის წევრმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა სამ ფაზიანი ინტენსიური განვითარების პროგრამა გაიარეს:
- პირველი ფაზა მოიცავდა შრომის უსაფრთხოების 12 თემატურ ტრენინგს, მათ შორის – სახანძრო უსაფრთხოება, ელექტრობის უსაფრთხოება, ქიმიკატების უსაფრთხოება, დახურული სივრცეები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოება, და ა.შ.
- მეორე ფაზაში კონფედერაციის წევრებმა გაიარეს შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემების 3-დღიანი კურსი, სადაც შეისწავლეს შრომის უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სტანდარტების (ISO, ILO) სისტემური მიდგომები. მსმენელები, ასევე გაეცნენ რისკის შეფასებისა და ინციდენტის მოკვლევის მეთოდებს.
- მესამე ფაზაში წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ისეთ კურსებს, როგორიცაა – გარემოს დაცვა, შრომის უსაფრთხოების ადგილობრივი კანონმდებლობა, დოკუმენტაციის შედგენა და მათი სწორი იმპლემენტაცია.
ტრენინგ-პროგრამის ფარგლებში წევრებს გადაეცათ CoSHO -ს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ასევე, სასწავლო მასალა, რომელსაც პირადი განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის გამოიყენებენ.
კონფედერაციის სახელით გვინდა მადლობა გადავუხადოთ CIPE Europe & Eurasia -ს მთელ გუნდს, პროგრამაში ჩართულობისა და მხარდაჭერისათვის!
ჩვენ ვზრუნავთ კონფედერაციის თითოული წევრის განვითარებაზე და გვჯერა, შრომის უსაფრთხოების სფეროს განვითარების მიმართულებით მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს ჩავუდგებით სათავეში.
მსგავსი პროგრამები ჩვენი წევრებისთვის ახლო მომავალშიც დაიგეგმება, შემოგვიერთდით, ისარგებლეთ არაერთი საინტერესო შემოთავაზებითა და სერვისით. ნუ ჩამორჩებით მოვლენებს!
წევრობის განაცხადის შესავსებად, მიჰყევით ბმულს: რეგისტრაცია