გასული წელი კონფედერაციისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, თუმცა მომავალ წელს კიდევ უფრო მეტ განვითარებას და ზრდას ველით. გიზიარებთ სამომავლო გეგმებს 2022 წლისთვის:
CIPE Europe & Eurasia -ს მეორე გრანტის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი აქტივობები:
- მიმდინარეობს ინფორმაციული ვიდეო რგოლების გადაღების პროცესი;
- იქმნება 4 მოცულობითი სახელმძღვანელო სხვადასხვა ეკონომიკური სექტორისთვის – მშენებლობა, მრეწველობა, HORECA და სამედიცინო სფერო. აღნიშნული სახელმძღვანელოები დაიბეჭდება და გადაეცემა ყველა ჩვენ წევრს;
- კონფედერაციის ვებ-გვერდზე https://cosho.ge/biblioteka იქმნება ონლაინ სივრცე, სადაც აიტვირთება ქართულენოვანი სასწავლო და საინფორმაციო მასალა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის შესახებ. ყველა ჩვენს წევრს ექნება სრული წვდომა ამ პლატფორმაზე, რაც დაეხმარებათ მათ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაში.
გარდა ამისა:
- ინტენსიურად გაგრძელდება ახალი კვალიფიციური წევრების მიღების და სერვისების განახლებისა და დამატების პროცესი;
- პროფესიულ (სპეციფიკურ) საგანმანათლებლო პროგრამას დაემატება პიროვნული თვისებების და ბიზნეს უნარების განვითარების პროგრამა
- დაკომპლექტდება დარგობრივი კომიტეტები და დაიგეგმება მათი აქტივობები;
- შეიქმნება კონფედერაციის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დარგობრივ კვლევებზე და მომხდარი ინციდენტების კვალიფიციურ მოკვლევაზე;
- განახლდება სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის პოლიტიკა.
ამ და სხვა მრავალი გეგმის ეფექტურად განსახორციელებლად აუცილებელია კონფედერაციის წევრები იყვნენ კვალიფიციური და სფეროს წამყვანი ექსპერტები.
შემოგვიერთდით, ერთად განვავითაროთ შრომის უსაფრთხოების სფერო!