15 თებერვალს წარმატებით ჩატარდა CoSHO -ს მიერ ორგანიზებული სემინარი შრომის უსაფრთხოების სასერტიფიკატო გამოცდასთან დაკავშირებით, რომელსაც 250 -მდე მოქმედი სპეციალისტი ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ პირები, რომლებიც ფლობენ შრომის უსაფრთხოების აკრედიტებულ სერტიფიკატს, ვალდებულნი არიან 3 წელიწადში ერთხელ, შრომის ინსპექციის მიერ შერჩეულ საგამოცდო ცენტრში ჩააბარონ სასერტიფიკატო გამოცდა.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საგამოცდო ცენტრში სავალდებულო წესით ჩასაბარებელი გამოცდის ტექნიკური და თეორიული საკითხები, საგამოცდო ფორმატი, მოსამზადებელი ლიტერატურა და მომზადების გზები.
საინფორმაციო შეხვედრას უძღვებდოდნენ კონფედერაციის პრეზიდენტი თორნიკე თოდრია, კონფედერაციის ომბუდსმენი შოთა ნიჟარაძე და აკრედიტირებული კურსის ტრენერი – ირაკლი არაბიძე.
ონლაინ შეხვედრის განმავლობაში, მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ კითხვებზე.
CoSHO ზრუნავს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა განვითარებაზე!