CoSHO-ს წევრებისთვის 18 ნოემბერს მორიგი საინტერესო კურსი ჩატარდა:
ტრანსპორტის უსაფრთხოება – ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ ოპერირება.
მსმენელებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ შემდეგ საკითხებს:
- როგორ ავიცილოთ ავტოსაგზაო შემთხვევა/ინციდენტი, გამომწვევი მიზეზების დადგენა;
- ტრანსპორტთან დაკავშირებული საფრთხეები და მათზე დროული რეაგირება;
- უსაფრთხო მძღოლის კრიტერიუმები და ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის სისტემა;
- უსაფრთხო მოძრაობის ძირითადი პრინციპები სხვადასხვა საგზაო სიტუაციებსა და ამინდის პირობებში.
კურსს უძღვებოდა დავით ჯინჭარაძე – JSC Energony -ის შრომის უსაფრთხოების მენეჯერი, საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის 15+ წლიანი გამოცდილებით. შრომის და ტრანსპორტის უსაფრთხოების მრჩეველი და ტრენერი.
შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციის წევრი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ტრენინგზე დასწრება გახლდათ სრულიად უფასო.