Cosho – შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაცია წევრებს სთავაზობს ტრენინგ – კურსებს როგორც შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე პიროვნული განვითარების კუთხითაც.
28 იანვარს წარმატებით დასრულდა კურსის – ტრენერთა ტრენინგი (TOT) – მორიგი სესია.
ჩატარდა ტრენინგის ორი ნაკადი და საერთო ჯამში, 50 -მა წევრმა აიმაღლა ცნობიერება შემდეგ საკითხებზე:
- ტრენინგის დაგეგმვისა და წარმართვის ეტაპები;
- ეფექტური ტრენინგის ჩატარების მეთოდები;
- როლური თამაშები და სავარჯიშოები ტრენინგის მსვლელობისას;
- დასაქმებულებთან კომუნიკაციის ტექნიკები;
- ქეისების შექმნა;
- ტრენინგის მონაწილეთა შეფასების მომზადება;
- ტრენინგ მოდულის შექმნა.
ყველა მონაწილეს გადაეგზავნა კურსის ორენოვანი სერტიფიკატი, ვიდეო ჩანაწერი და სასწავლო მასალები, რომელთაც საკუთარ სატრენინგო საქმიანობაში გამოიყენებენ.
CoSHO მადლობას უხდის თითოეულ წევს აქტიური ჩართულობისვის და Key Consulting -ს ხარისხიანი მომსახურებისთვის.