coshologo
Search
Close this search box.

სამუშაო შეხვედრა CIPE -ის წარმომადგენლებთან

Cosho – შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაცია -სა და CIPE Europe & Eurasia -ს წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

CIPE – ის მხრიდან შეხვედრას დაესწრო პროგრამის მენეჯერი – ლიზა ლენც ჯედვებ, პროგრამის ასისტენტი – ანა გოლტერმენი და პროგრამის ოფიცერი – მარიამ ქუჩულორია.

 

შეხვედრაზე მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები დაიგეგმა. 

 

ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, დამზადდება შრომის უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებული ვიდეო – რგოლები, სახელმძღვანელოები და საინფორმაციო ბროშურები როგორც შრომის უსაფრთხოების პერსონალისთვის, ასევე დამსაქმებლებისთვის (მენეჯერებისთვის).

 

გვინდა, მადლობა გადავუხადოთ CIPE -ის შემოქმედებით ჯგუფს, რომელიც ზრუნავს სფეროს განვითარებაზე.

 

გვჯერა, აღნიშნული თანამშრომლობით ხელს შევუწყობთ საქართველოში შრომის უსაფრთხოების კულტურის გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას!

Don`t copy text!