coshologo
Search
Close this search box.

2021 წლის შეჯამება

Cosho – სთვის 2021 წელი განსაკუთრებულად წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა, ამ ეტაპზე Cosho – შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაცია 100 – მდე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს და 20 კომპანიას აერთიანებს.

  • გასული წლის განმავლობაში CoSHO ორჯერ გახდა CIPE Europe & Eurasia -ს გრანტის ბენეფიციარი;
  • კონფედერაციას დაემატა ძალიან მნიშვნელოვანი სერვისი იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით. წევრებს ნებისმიერ დროს აქვთ შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ სფეროს საუკეთესო იურისტს და მიიღონ კვალიფიციური რეკომენდაციები; 
  • წევრები მუდმივად ადევნებენ თვალს მიმდინარე საკანონმდებლო საკითხებსა და რეგულაციებს;
  • გასული ერთი წლის განმავლობაში კონფედერაციის წევრებმა სრულიად უფასოდ გაიარეს 20 – მდე სხვადასხვა თემატიკის ტრენინგ-კურსი, აიმაღლეს კვალიფიკაცია და მიიღეს შესაბამისი სერტიფიკატები;
  • CoSHO -ს წევრთა განვითარებისთვის 2021 წელს შემუშავდა ახალი მიმართულება – პიროვნული განვითარების კურსები, რომლის ფარგლებშიც უკვე ჩატარდა ტრენერთა ტრენინგის (TOT)  კურსი და ლიდერის თვისებებისა და ინსტრუმენტების მასტერკლასი.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს – მხარდაჭერისთვის და კონფედერაციის წევრებს – აქტიური მონაწილეობისთვის, ჩართულობისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთო მიზნით გაერთიანებისთვის!

მომავალ წელს იგეგმება ჩვენი აქტივობებისა და სერვისების კიდევ უფრო გამდიდრება, რომლის შესახებაც ძალიან მალე მოგახსენებთ.

Don`t copy text!