coshologo
Search
Close this search box.

ინფორმაცია სამუშაო ნებართვასთან (Work Permit) დაკავშირებით

კარგი პრაქტიკაა მაღალი რისკის შემცველ ობიექტებზე სამუშაოები განხორციელდეს წინასწარ შემუშავებული უსაფრთხოების პროცედურებით – სამუშაო ნებართვის სისტემის დანერგვით(Work Permit). სამუშაო ნებართვა არის დოკუმენტირებული პროცესი, რომელიც მომუშავეებს უფლებას აძლევს განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს სამუშაოები. ნებართვის გაცემაში მონაწილეობს: საქმის მწარმოებელი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და ობიექტის მენეჯერი. დოკუმენტების კრებული მოიცავს: სამუშაოს და მისი შემადგენელი ნაბიჯების ჩამონათვალი; სამუშაო მეთოდოლოგია – სწორად […]

ინფორმაცია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმასთან დაკავშირებით

აუცილებელია, კომპანიამ შეიმუშავოს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კანონთან სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ და საქართველოს მთავრობის N 452 -ე დადგენილებასთან. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის მიზანია განსაზღვროს: საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გუნდი; გუნდის წევრების მოქმედების სახელმძღვანელო მითითებები, შენობიდან თავშეყრის ადგილამდე მოქალაქეთა ევაკუაციის უზრუნველსაყოფად; ევაკუაციის დამთავრების შემდეგ პერსონალის სრული აღრიცხვის მეთოდოლოგია; ინფორმაციის დეტალურად მოძიების წესი, რათა […]

ინფორმაცია ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით

საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, ნარჩენი განისაზღვრება შემდეგნაირად: “ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განსაზღვრული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს.” ნარჩენების ტიპებია: სახიფათო – ახასიათებს აალებადობა, კოროზიულობა, რეაქტიულობა და ტოქსიკურობა; არასახიფათო – ნარჩენები, რომლებსაც არ მოიცავს “სახიფათო ნარჩენების” განმარტება; ინერტული – არ განიცდიან მნიშვნელოვან ფიზიკურ/ქიმიურ/ბიოლოგიურ ცვლილებას, მაგ: აგური, ბლოკი, მინა და ა.შ.; სპეციფიკური – […]

ინფორმაცია სამუშაო სივრცეში ერგონომიკასთან დაკავშირებით

მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო სივრცეები მორგებული იყოს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებს. შემდეგმა ერგონომიულმა ფაქტორებმა შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება: სხეულის უხერხული პოზიცია; მომუშავისთვის არასათანადოდ მორგებული მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები და ა.შ. არახელსაყრელი სამუშაო პირობები: ხმაური, მაღალი, ტემპერატურა, ვიბრაცია და ა.შ. სამუშაოს არასათანადო ორგანიზება; განმეორებითი ქმედებები წინასწარ განსაზღვრული შესვენებების გარეშე და ა.შ. ერგონომიკასთან დაკავშირებული რისკების კონტროლის ზომები: დასაქმებულების […]

Don`t copy text!