USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, CoSHO – შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციისა და HRPA – ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა ასოციაციის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კარიერული გზამკვლევი.
გზამკვლევში განხილულია:
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის როლი ქართულ და გლობალურ კონტექსტში
- სპეციალისტების კარიერული გზა და განვითარების შესაძლებლობები
- შ.უ. სპეციალისტებისთვის აუცილებელი უნარები და თვისებები
- განათლების მიღების და კომპეტენციის ამაღლების გზები
- მოსალოდნელი სახელფასო დიაპაზონი
- ექსპერტის რჩევები
გზამკვლევი განკუთვნილია პროფესიაში დასაქმების მსურველებისთვის, ახალი კურსდამთავრებულებისთვის, შრომის უსაფრთხოების მოქმედი და შემდგარი სპეციალისტებისთვისა და კარიერული კონსულტანტებისთვის.
აღნიშნული გზამკვლევის გადმოტვირთვა და საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.