27 მაისს დაინტერესებული პირებისთვის მორიგი საინტერესო ვებინარი ჩატარდა – HACCP – საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები.
შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
- რა არის HACCP და რატომ არის მისი დანერგვა აუცილებელი?
- საბაზისო პრერეკვიზიტული პროგრამები;
- მარეგულირებლისა და ხარისხის მოთხოვნები;
- მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილება;
- HACCP სისტემის შემუშავება და დოკუმენტაციის წარმოება;
- HACCP -ის კონსულტაციის სერვისების წარდგენა.
ტრენერები: ნათელა ხურციძე და გიორგი ხურციძე.
მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ პასუხი მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ კითხვებზე.
ვებინარზე CoSHO -ს წევრმა იურიდიულმა კომპანიამ Safco -მ წარადგინა აღნიშული სერვისი.
Safco -ს მომსახურების გასაცნობად გადადით ბმულზე:
CoSHO ზრუნავს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა განვითარებაზე.