წინასწარი რეგისტრაცია – CoSHO სახელმძღვანელოების შესყიდვა

დღეიდან ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია CoSHO-ს სახელმძღვანელოების შეძენა! ვაცხადებთ წინასწარ რეგისტრაციას შრომის უსაფრთხოების სახელმძღვანელოების კრებულის შესყიდვით დაინტერესებულთათვის. კრებული მოიცავს: შრომის უსაფრთხოების საფუძვლები – მართვის სისტემების შემუშავება და დანერგვა; შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა – მომსახურების სექტორში; შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა – სამშენებლო სექტორში; შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა – სოფლის მეურნეობის სექტორში; შრომის უსაფრთხოება […]
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა ყველაზე მასშტაბური შეხვედრა

Cosho -ს ორგანიზებითა და CIPE Europe & Eurasia -ს ფინანსური მხარდაჭერით, 21 ივლისს Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi -ში, შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციებისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ამ დრომდე ყველაზე მასშტაბური შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ შრომის ინსპექცია – ის თანამშრომლები და შემდეგი დაწესებულებების წარმომადგენლები: Georgian Railway, Georgian Water and Power, Georgian Technical University, Energo-Pro Georgia, […]
HACCP – საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები

27 მაისს დაინტერესებული პირებისთვის მორიგი საინტერესო ვებინარი ჩატარდა – HACCP – საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები. შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: რა არის HACCP და რატომ არის მისი დანერგვა აუცილებელი? საბაზისო პრერეკვიზიტული პროგრამები; მარეგულირებლისა და ხარისხის მოთხოვნები; მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილება; HACCP სისტემის შემუშავება და დოკუმენტაციის წარმოება; HACCP -ის კონსულტაციის სერვისების წარდგენა. ტრენერები: ნათელა ხურციძე […]
European Business Association Georgia -ს ორგანიზებული შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან

European Business Association Georgia -ს ორგანიზებით გაიმართა ევროპული ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრა ევროკავშირის ელჩ – კარლ ჰარცელთან და ეკონომიკის მინისტრ – ლევან დავითაშვილთან. შეხვედრას ესწრებოდა CoSHO -ს პრეზიდენტი – თორნიკე თოდრია. შეხვედრის მიზანი გახლდათ ბიზნესის კოორდინირებული და აქტიური მოქმედებების წახალისება, ასოცირების შეთანხმების ხელშეწყობა და ევროკავშირის ეკონომიკური დიპლომატიის ინტერესების დაცვა. შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: შრომის სამართლისა […]
CIPE -ის მცირე გრანტების შემაჯამებელი ღონისძიების ვიდეო რგოლი

CIPE Europe & Eurasia -ს მცირე გრანტების ფარგლებში, 2021 წლის ივლისი – დეკემბრის პერიოდში, შრომით უფლებებსა და შრომის უსაფრთოხების საკითხებში სულ დატრენინგდა ბიზნესის 467 წარმომადგენელი საქართველოს 9 რეგიონიდან. ტრენინგებმა მოიცვა ისეთი სექტორები, როგორიცაა: მშენებლობა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ნარჩენების გადამუშავება და ა.შ. ტრენინგების შედეგად, 2022 წლის მარტის მონაცემებით, 211 -მა კომპანიამ განახორციელა შიდა პოლიტიკის ცვლილება არსებულ […]
CoSHO -ს საინფორმაციო ბროშურა – შრომის უსაფრთხოების საფუძვლები – მართვის სისტემების შემუშავება და დაგეგმვა

CIPE Europe & Eurasia -სა და სოლიდარობის ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში CoSHO -ს ექსპერტების ჩართულობით მომზადდა საინფრმაციო ბროშურა სახელწოდებით – “შრომის უსაფრთხოების საფუძვლები – მართვის სისტემის შემუშავება და დაგეგმვა”. ბროშურაში განხილულია შრომის უსაფრთხოების საწყისები და ორგანიზაციებში პროცესების მართვის 5 კომპონენტიანი სისტემა, რომელიც ეფუძნება შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებსა და ქართულ კანონმდებლობას. ბროშურა გამიზნულია გახდეს ყველა სექტორში […]
CIPE -ის მეორე გრანტის ფარგლებში მიმდინარე პროცესები

შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაცია არის CIPE -ის გრანტის ორგზის მფლობელი. პირველი გრანტი წარმატებით დასრულდა და კვალიფიკაცია აიმაღლა კონფედერაციის 150 -მდე წევრმა. მეორე გრანტის მთავარი მიზანია არამარტო შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა, არამედ ნებისმიერი დასაქმებულის ცნობიერების ამაღლება. გრანტის ფარგლებში მიმდინარე პროცესებია: საინფორმაციო ვიდეო რგოლების გადაღება; დაიწერა 4 მოცულობითი სახელმძღვანელო სხვადასხვა ეკონომიკური სექტორისთვის – მშენებლობა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობისა და […]
სემინარი სასერტიფიკატო გამოცდასთან დაკავშირებით

15 თებერვალს წარმატებით ჩატარდა CoSHO -ს მიერ ორგანიზებული სემინარი შრომის უსაფრთხოების სასერტიფიკატო გამოცდასთან დაკავშირებით, რომელსაც 250 -მდე მოქმედი სპეციალისტი ესწრებოდა. შეგახსენებთ, რომ პირები, რომლებიც ფლობენ შრომის უსაფრთხოების აკრედიტებულ სერტიფიკატს, ვალდებულნი არიან 3 წელიწადში ერთხელ, შრომის ინსპექციის მიერ შერჩეულ საგამოცდო ცენტრში ჩააბარონ სასერტიფიკატო გამოცდა. შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საგამოცდო ცენტრში სავალდებულო წესით ჩასაბარებელი გამოცდის ტექნიკური და […]
CIPE -ის მცირე გრანტების შემაჯამებელი ღონისძიება

CIPE Europe & Eurasia -ის მცირე გრანტების შემაჯამებელ ღონისძიებაზე კონფედერაციის პრეზიდენტმა, ბატონმა თორნიკე თოდრიამ გრანტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და მათ შედეგებზე ისაუბრა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის, ამერიკის სოლიდარობის ცენტრის, საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანებისა და CIPE -ის პარტნიორი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები. Cosho – შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციამ წარადგინა სამ ეტაპიანი ტრენინგ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კონფედერაციის […]
კონფედერაციის სამომავლო გეგმები

გასული წელი კონფედერაციისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, თუმცა მომავალ წელს კიდევ უფრო მეტ განვითარებას და ზრდას ველით. გიზიარებთ სამომავლო გეგმებს 2022 წლისთვის: CIPE Europe & Eurasia -ს მეორე გრანტის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი აქტივობები: მიმდინარეობს ინფორმაციული ვიდეო რგოლების გადაღების პროცესი; იქმნება 4 მოცულობითი სახელმძღვანელო სხვადასხვა ეკონომიკური სექტორისთვის – მშენებლობა, მრეწველობა, HORECA და სამედიცინო სფერო. აღნიშნული სახელმძღვანელოები დაიბეჭდება […]