2021 წლის შეჯამება

Cosho – სთვის 2021 წელი განსაკუთრებულად წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა, ამ ეტაპზე Cosho – შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაცია 100 – მდე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს და 20 კომპანიას აერთიანებს. გასული წლის განმავლობაში CoSHO ორჯერ გახდა CIPE Europe & Eurasia -ს გრანტის ბენეფიციარი; კონფედერაციას დაემატა ძალიან მნიშვნელოვანი სერვისი იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით. წევრებს ნებისმიერ დროს აქვთ შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ […]
CIPE -ის მხარდაჭერით შედგენილი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა პროგრამა წარმატებით დასრულდა

CIPE Europe & Eurasia -ს მხარდაჭერით შედგენილი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების განვითარების პროგრამა წარმატებით დასრულდა. პროექტის ფარგლებში Cosho – შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაცია -ის წევრმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა სამ ფაზიანი ინტენსიური განვითარების პროგრამა გაიარეს: პირველი ფაზა მოიცავდა შრომის უსაფრთხოების 12 თემატურ ტრენინგს, მათ შორის – სახანძრო უსაფრთხოება, ელექტრობის უსაფრთხოება, ქიმიკატების უსაფრთხოება, დახურული სივრცეები, […]
სამუშაო შეხვედრა CIPE -ის წარმომადგენლებთან

Cosho – შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაცია -სა და CIPE Europe & Eurasia -ს წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. CIPE – ის მხრიდან შეხვედრას დაესწრო პროგრამის მენეჯერი – ლიზა ლენც ჯედვებ, პროგრამის ასისტენტი – ანა გოლტერმენი და პროგრამის ოფიცერი – მარიამ ქუჩულორია. შეხვედრაზე მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები დაიგეგმა. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, […]
წევრთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი მეორე ფაზა წარმატებით დასრულდა

CoSHO – ს წევრების კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის პირველი და მეორე ფაზა წარმატებით დასრულდა! პირველი ფაზის ფარგლებში კონფედერაციის წევრებმა ერთი თვის განმავლობაში გაიარეს www.academy.safco.ge -ზე განთავსებული 12 თემატური კურსი შრომის უსაფრთხოების სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის: ნარჩენების მართვა; დახურულ სივრცეში მუშაობა; სიმაღლეზე მუშაობა და დამცავი მექანიზმები; ელექტრობის უსაფრთხოება; საგანგებო სიტუაციების მართვა და სახანძრო უსაფრთხოება; შედუღება – […]
შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაცია CIPE გრანტის მფლობელია

სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ Cosho – შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაცია გახდა CIPE -ის მიერ გამოცხადებული გრანტის მფლობელი. გრანტის მიზანია, ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სფეროს განვითარება. მიღებული გრანტი სრულად მოხმარდება კონფედერაციის წევრებისა და მათი წარმომადგენლების პროფესიულ განვითარებას და უკეთესი პირობებით დასაქმებაში ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში, CoSHO – ს წევრები აგვისტოს მეორე ნახევრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით სრულიად უფასოდ გაივლიან […]
შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციის დაფუძნების ანონსი

საქართველოში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, სასწავლო, საექსპერტო და საკონსულტაციო საქმიანობების განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა, გამართეს სამუშაო შეხვედრა, რა დროსაც მოხდა პოზიციებისა და გეგმების შეჯერება-შეთანხმება და საორგანიზაციო საკითხების განხილვა. დაიგეგმა უახლოეს პერიოდში კონფედერაციის დამფუძნებელი კრების გამართვა და სარეგისტრაციო-სამართლებრივი ქმედებების განხორციელება.
შრომის უსაფრთხოების სფეროს წამყვანმა 11-მა ორგანიზაციამ გაერთიანება – შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაცია შექმნეს

შრომის უსაფრთხოების სფეროს წამყვანმა 11-მა ორგანიზაციამ გაერთიანება – შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაცია შექმნეს. კონფედერაციის ძირითად მიზანს წარმოადგენს წერვრთა უფლებების დაცვა, მათი ინტერესების ლობირება, საკონსულტაციო და საგანმანათლებლო საქმიანაობის განხორციელება. დამფუძნებელი ორგანიზაციები: ა(ა)იპ – საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია ა(ა)იპ – საქართველოს შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის ასოციაცია შპს საფკო შპს უსაფრთხოების აკადემია შპს […]
კონფედერაციის საჯარო მიმართვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მთავრობას

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს, ასლი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, ასლი: ბიზნესომბუდსმენს შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციის საჯარო მიმართვა ქალბატონო ეკატერინე, როგორც თქვენთვის ცნობილია, უკვე მეექვსე თვეა საქართველოში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა გადამზადების პროგრამის განხორციელება სასწავლო ორგანიზაციების მიერ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეჩერებულია. ამ ხნის განმავლობაში, კონფედარაციაში გაერთიანებული შრომის უსაფრთხოების […]
დარგობრივი კომიტეტების შექმნა

შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციაში დარგობრივი კომიტეტები შეიქმნა, რომელშიც ფიზიკური პირები – შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სპეციალისტები ერთიანდებიან. კომიტეტები იმუშავებენ შესაბამისი მიმართულებით, სფეროში არსებულ პრობლემატიკაზე, რეკომენდაციებზე, რეგულაციებსა და სხვა აქტუალურ თემებზე. დარგობრივი კომიტეტები: მშენებლობის კომიტეტი სამთომოპოვებითი და მძიმე მრეწველობის კომიტეტი ნავთობისა და გაზის კომიტეტი სამედიცინო სფეროს კომიტეტი აგრარული სექტორის კომიტეტი დამამუშავებელი მრეწველობის კომიტეტი განათლების კომიტეტი […]
ვებინარი HACCP სტანდარტის დანერგვის შესახებ ჰორეკა ინდუსტრიაში

მ.წ. 10 ივნისს CoSHO – ს წევრებისთვის გაიმართება ვებინარი HACCP სტანდარტის დანერგვის შესახებ ჰორეკა ინდუსტრიაში. ვებინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: HACCP საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის მიმოხილვა; HACCP სტანდარტის დანერგვა და კონტროლი სტანდარტის დანერგვის მნიშვნელობა და დადებითი მხარეები; საკანონმდებლო რეგულაციები და მოთხოვნები. თემას გაუძღვებიან: მასერტიფიცირებელი კომპანია ევროსერტის დირექტორი ლაშა თვალაბეიშვილი და კვების წარმოების […]