ტრენინგი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის აქტუალური საკითხები, ფსიქო-სოციალური რისკ-ფაქტორები, ტრენინგის მიზანია მენეჯმენტის წარმომადგენლებს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს და ადამიანური რესურსის მართვაში ჩართულ სპეციალისტებს გააცნოს ის ფსიქოლოგიური მექანიზმები, რომლებიც ორგანიზაციაში წარმოადგენს ადამიანის ქცევის საფუძველს, რომელიც, თავის მხრივ, დაეხმარება მათ სამუშაო ადგილზე წარმოქმნილი პრაქტიკული პრობლემებისა თუ გამოწვევების დაძლევაში.
ტრენინგის თემატიკა:
– ფსიქოლოგია და ინდუსტრია
– ორგანიზაციული კულტურა
– შრომითი მოტივაცია, მოტივაციის თეორიები
– შრომითი განწყობები (კმაყოფილება, ერთგულება, ჩართულობა)
– სამართლიანობის კონცეფცია ორგანიზაციაში
– ორგანიზაციული კომუნიკაცია
– ერგონომიკა და ადამიანური ფაქტორები
– სამუშაო გარემო და მენტალური ჯანმრთელობა,
– სამუშაო სტრესი, ემოციური შრომა და ფსიქო-სოციალური რისკ-ფაქტორები
– პროფესიული გადაწვა
– სამუშაო-პირადი ცხოვრების ბალანსი,
– „თანამშრომლის ხმა“
ტრენერი: სალომე ემუხვარი – ფსიქოლოგი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, მენტალური განვითარების ცენტრის დირექტორი.
ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
ტრენინგის ხანგრძლივობა – 3 დღე (9 სთ.)
ტრენინგი ჩატარდება დისტანციურად (ონლაინ) 18, 19, 20 მაისს, 19:00 – 22:00 სთ.
ტრენინგის საფასური – 180 ლარი.
შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციაში გაერთიანებული პირებისათვის ტრენინგი უფასოა.
გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია