coshologo
Search
Close this search box.

შრომის სამართლებრივი საკითხების ასახვა კომპანიაში შრომის უსაფრთხოების მდგომარეობაზე

ტრენინგის მიზანია კომპანიაში შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გაანალიზება ეფექტური ღონისძიებების განსახორციელებლად და განკუთვნილია კომპანიების შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისათვის, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისათვის, იურისტებისათვის, ტექნიკური მენეჯერებისათვის, კომპანიის სხვა ხელმძღვანელებისათვის.

 

ტრენინგის შედეგად მიღებული ცოდნა, ინფორმაცია და კომპეტენციები:

გაანალიზდება შრომის კანონმდებლობის გამოწვევები შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ასევე საქართველოს კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობის უზრუნველყოფა კომპანიის შრომის პოლიტიკაში, შიდა საწარმოო დოკუმენტაციის ეფექტურად წარმართვა/კორექტირება, პრაქტიკული რჩევების გათვალისწინებით შრომის უსაფრთხოების პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობის გაზრდა.

 

ტრენერი: მიშა კორძახია – შრომის უსაფრთხოებისა და შრომის სამართლის ექსპერტი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სერტიფიცირებული ექსპერტი, შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი შრომის სამართალში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი საჯარო მმართველობაში.

 

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა – 3 დღე (9 სთ.)

 

ტრენინგი ჩატარდება დისტანციურად (ონლაინ) 26, 27, 28 აპრილს 19:00 – 22:00 სთ.

 

ტრენინგის საფასური – 180 ლარი.

შრომის უსაფრთხოების ორგანიზაციების კონფედერაციაში გაერთიანებული პირებისათვის ტრენინგი უფასოა.

 

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია

Don`t copy text!